უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმრთულებით თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ და მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს ზოგიერთ მონაკვეთზე. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
„ბახმუტის მიმართულებით ჩვენი ჯარები თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ. გასული ღამის განმავლობაში გვქონდა წინსვლა ბახუტის მიმართულების სხვადასხვა მონაკვეთზე 200-დან 1 100 მეტრამდე. მტერი ამ მიმართულებით გადავიდა თავდაცვაზე, ცდილობს დაკავებული პოზიციების შენარჩუნებას, ახლა მტერი თავის რეზერვებს სიღრმიდან ამ მიმართულებით გადაჰყავს“, - განაცხადა მალიარმა.
მალიარის თქმით, დაჯგუფება „ვაგნერის“ მებრძოლები ზურგში გარკვეულ ქვედანაყოფებში რჩებიან. რუსეთის მხრიდან საბრძოლო მოქმედებების ძირითადი ტვირთი გადავიდა რუსეთის რეგულარულ არმიაზე, მათ შორის სადესანტო-მოიერიშე ქვედანაყოფებზე.
„ამდენი ხნის განმავლობაში ბახმუტის მიმართულების შენარჩუნება და ახლა შეტევის განხორციელება ხერხდება მათ შორის მანამდე წინასწარ მომზადებული გამაგრებებით. გარშემო მთელი ტერიტორია, ფაქტობრივად გამაგრებული რაიონია. ჩვენი ჯარების ძალები და ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციები წინასწარ ამზადებდნენ სიმაგრეებს. კაპიტალურად ააშენეს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.