კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურება მთელი მსოფლიოსთვის მხოლოდ ადასტურებს, რომ რუსი ტერორისტები უნდა იყვნენ გაძევებული უკრაინული მიწის ყოველი კუთხიდან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერში“ წერს.
მისივე თქმით, ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას ვერც წყლით და ვერც რაკეტებით.
„რუსი ტერორისტები. კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებ მთელი მსოფლიოსთვის მხოლოდ ადასტურებს, რომ ისინი უნდა იქნან გაძევებული უკრაინული მიწის ყოველი კუთხიდან. არც ერთი მეტრი არ უნდა დარჩეთ მათ, რადგან თითოეულ მეტრს ტერორისთვის იყენებენ. მხოლოდ უკრაინის გამარჯვება აღადგენს უსაფრთხოებას და ეს გამარჯვება დადგება. ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას ვერც წყლით, ვერც რაკეტებითა ან სხვა რამით“, – წერს ზელენსკი.
ზელენსკიმ კაშხლის აფეთქების გამო ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა მოიწვია.
რუსმა ოკუპანტებმა ააფეთქეს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი.
ხერსონიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე ნაწილობრივ ან მთლიანად დატბორილია.