ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, “დივერსანტებთან“ შეტაკებების შედეად სულ მცირე 12 ადამიანი დაშავდა. მისივე თქმით, ცხრა დასახებული პუნქტიდან მოსახლეობა „ფაქტობრუვდ გაასახლეს“.
„გრაივორონის ურბანული ოლქის დასახლებული პუნქტები ნაღმტყორცნებისა და საარტილერიო ცეცხლისა და დრონების თავდასხმის ქვეშ მოექცა. დაშავდა 12 მშვიდობიანი მოქალაქე, დაზიანდა 29 საცხოვრებელი სახლი და სამი ავტომობილი. ელექტროენერგია არ მიეწოდება 14 დასახლებულ პუნქტს“. - წერს გლადკოვი ტელეგრამ-არხზე.
ამის გარდა, მისი თქმით, ბელგოროდის რაიონი 15-ჯერ დაიბომბა. შებეკინოს ურბანული ოლქი - 25-ჯერ. მისივე თქმით, შებეკინოში დაფიქსირდა ორი თავდასხმა ყუმბარმტყორცნებიდან.
გუბერნატორ, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, გუშინ, ბელგოროდის ოლქის გრაივორონის რაიონის ტერიტორიაზე „უკრაინის შეიარაღებული ძალების დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი“ შევიდა.
გუშინვე ოლქის ტერიტორიაზე კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა.
უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ბელგოროდის ოლქში ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ მოქმედებს და უკრაინელების დასაცავად „უსაფრთხობის ზოლს“ ქმნის.
აღნისნული ჯგუფების განცხადებით, მათი მიზანია რომ უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონა შექმნან, რათა რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა ვეღარ მოახერხოს.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინას ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებთან კავშირი არ აქვს.