უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბახმუტის შემოგარენში 20 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს. მისივე თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტში წინ წაიწეს და პროფესიონალი მედესანტეების ქვედანაყოფების კონცეტრაცია მოახდინეს.
„რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენმა ჯარებმა მტრისგან გაათავისუფლეს ბახმუტის ჩრდილო და სამხრეთ შემოგარენის 20 კვადრატული კილომეტრი ფართობი. ამასთან, მტერმა თავად ბახმუტში, ქალაქის სრული განადგურებით წინ წაიწია. ამის გარდა, მტერი პროფესიონალი მედესანტეების ქვედანაყოფების კონცენტრაციას ახდენს“, - განაცხადა მალიარიმ.