უკრაინის თავდაცვის მინისტრის ანა მალიარის განცხადებით, უკრაინის არმია ბახმუტის გარეუბანში წინ მიიწევს ორი მიმართულებით.
მისი თქმით, საომარი მოქმედებების ეპიცენტრში მოვლენები დინამიურად ვითარდება: „ბახმუტის გარეუბანში ორი მიმართულებით ჩვენი ჯარი ეტაპობრივად წინ მიიწვეს“, -ამბობს მალიარი.
მისივე თქმით, უკრაინელმა დამცველებმა ბევრი ტყვე აიყვანეს.
რაც შეეხება თავად ქალქს, აქ მდგომარეობა ძალიან რთულია, თუმცა მტერი ვერ ახერხებს მასზე კონტროლის დამყარებას.