NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ პუტინის მიზანია, უკრაინა ამ ზამთარში "ცივი და ბნელი დატოვოს" - ამის შესახებ მან ჰააგაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, რუსეთის გასვლა ხერსონიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმოუდგენელი გამბედაობის მაჩვენებელია.
სტოლტენბერგმა მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და თქვა, რომ პირობები უკრაინის გადასაწყვეტია:
"უკრაინის გადასაწყვეტია, რა პირობებია მისაღები მოლაპარაკებებისთვის ომის დასასრულებლად...ეს ასევე აჩვენებს უკრაინისადმი ჩვენი მუდმივი მხარდაჭერის მნიშვნელობას...
ჩვენ არ უნდა დავუშვათ შეცდომა და არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ რუსეთი. რუსეთის შეიარაღებული ძალები ინარჩუნებენ მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, ასევე დიდი რაოდენობით ჯარისკაცებს და რუსეთმა გამოავლინა მზადყოფნა მნიშვნელოვანი დანაკარგები აიტანოს. მათ ასევე გამოიჩინეს უკიდურესი სისასტიკე...მომავალი თვეები რთული იქნება. პუტინის მიზანია დატოვოს უკრაინა ცივი და ბნელი ამ ზამთარში, ამიტომ უნდა შევინარჩუნოთ კურსი", - თქვა სტოლტენბერგმა