NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინელებმა უკვე მიაღწიეს წარმატებას, მრავალი რუსული რაკეტისა და დრონის ჩამოგდებით.
"ვფიქრობ, იარაღს, რომელსაც ახლა ვაწვდით, დიდი მნიშვნელობა აქვს. უკრაინელებმა უკვე მიაღწიეს წარმატებას, მრავალი რუსული რაკეტისა და დრონის ჩამოგდებით. მომავალში სიტუაცია კიდევ უფრო შეიცვლება - მოკავშირეები ახლა უფრო აქტიურდებიან”, - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგის თქმით, დასავლეთის დახმარებამ თავდაპირველად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ რუსეთმა ვერ შეძლო საჰაერო უპირატესობის დამყარება უკრაინის ტერიტორიაზე და ამან გავლენა მოახდინა უკრაინელების წარმატებაზე.
"ეს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა განპირობებული იყო უკრაინელი სამხედროების შესაძლებლობით, რომლებმაც ძველი საბჭოთა საჰაერო თავდაცვის სისტემები გამოიყენეს, რაც მათ უკვე ჰქონდათ. NATO-ს მოკავშირეებმა მათ საბრძოლო მასალები მიაწოდეს, შემდეგ კი ახალი სისტემების მიწოდება დაიწყეს”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.