ატომური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, ვლადიმირ პუტინის მუქარას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი გამოეხმაურა.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთმა იცის "მძიმე შედეგების" შესახებ, რაც უკრაინაში ატომური იარაღის გამოყენებას მოჰყვება.
"ატომური იარაღის ნებისმიერი სახით გამოყენების ალბათობა ჯერ კიდევ დაბალია, მაგრამ პოტენციური შედეგები იმდენად დიდია, რომ ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ. რიტორიკა, მუქარები, რომლებსაც პრეზიდენტი პუტინი ისევ და ისევ ავრცელებს, ზრდის დაძაბულობას, საშიში და უგუნურია”, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.