დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის, ლიზ ტრასის განცხადებით, მსოფლიო ვეღარასდროს იგრნობს თავს უსაფრთხოდ, თუ უკრაინაში პუტინმა გაიმარჯვა. ამის შესახებ ლიზ ტრასმა პრაღაში, "ოპერაცია ანთროპოიდის" მემორიალურ ღონისძიებაზე განაცხადა.
ტრასის განცხადებით, სრულიად ლეგიტიმურია უკრაინის მხარდაჭერა ტანკებითა და სამხედრო თვითმფრინავებით.
"ცივი ომის დასრულების შემდეგ, ვფიქრობდით, რომ ისტორიის ერთი გვერდი გადავშალეთ. მაგრამ ჩვენ ახლა ვხედავთ ევროპაში ჩადენილ საშინელ სამხედრო დანაშაულებს - დანაშაულებს, რომლებიც გვეგონა, რომ ისტორიას ჩაჰბარდა. ასეთ შემაძრწუნებელ დანაშაულებს ძალისმიერი გზით უნდა ვუპასუხოთ, დაშოშმინება არ შეიძლება იყოს ჩვენი პასუხი. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა მოიგებს ამ დიდ ბრძოლას თავისუფლებისთვის.
პუტინი არ ებრძვის მხოლოდ უკრაინელ ხალხს, იგი ასევე ებრძვის ჩვენი საზოგადოებების საფუძვლებს - თავისუფლებას, სუვერენიტეტს და კანონის უზენაესობას. თუ ის უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ჩვენ თავს დაცულად ვეღარასდროს ვიგრძნობთ.
ამიტომაც, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს, აღადგინოს თავისი სუვერენიტეტი, ხოლო რუსეთი დამარცხდეს", - თქვა ტრასმა.