მეორე დღეა ანაკლია ყველის ფესტივალს მასპინძლობს. სამეგრელო-ზემო სავნეთის რეგიონში, სასტუმრო ,,ანაკლიაში" ქართული რძის პროდუქტების პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი პირველი მასშტაბური გამოფენა-დეგუსტაცია და სამეცნიერო სიმპოზიუმი მიმდინარეობს.
ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ცინცაძე და მალხაზ აკიშბაია დაესწრებიან. ღონისძიების ორგანიზატორია ,,ქართული ყველის სახლი". მხარდამჭერები არიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მსოფლიო ბანკი და ადგილობრივი თვითმმართველობები.