შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და "ამერიკული ოცნების განადგურებაში" დაადანაშაულა.
"თუ ამერიკის ისტორიაში ხუთ ყველაზე ცუდ პრეზიდენტს ავიღებთ, ვნახავთ, რომ ყველას ერთად არ მიუყენებია იმდენი ზიანი, რაც ჯო ბაიდენმა მხოლოდ 15 თვეში. ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში მან შეძლო ამერიკული ოცნების ფაქტიურად განადგურება", - თქვა ტრამპმა მხარდამჭერებთან შეხვედრაზე კომერსში, ჯორჯიის შტატში.
ტრამპის განცხადებით, ის რომ ყოფილი ხელისუფლების სათავეში, რუსეთის უკრაინაში შეჭრას თავიდან აიცილებდა და მოვლენები ისე არ განვითარდებოდა, როგორც ახლა.
მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ ჩინეთი ისარგებლებს "აშშ-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის სისუსტით" და დროს იხელთებს ტაივანის ხელში ჩასაგდებად.
"შემდეგი ტაივანი იქნება, რადგან ის [ჩინეთის ლიდერი სი ძინპიინი] ხედავს, რაც ხდება, ის ხედავს ჩვენს სუსტ ხელმძღვანელობას", - თქვა ტრამპმა.