უკრაინის მმართველი პარტია "ხალხის მსახურის" საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი დავით არახამია აცხადებს, რომ შესაძლოა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიევს ეწვიოს.
"ჩვენ შევიტყვეთ, რომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენიმე რესპუბლიკელ კონგრესმენთან ერთად აპირებს კიევში ჩამოსვლას უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად. ეს კარგი ნიშანია", - განაცხადა არახამიამ Fox News-ის ეთერში.
ტრამპის პრესსამსახურს ექს-პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტის გეგმებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.