ანუ დღეს 112-ის ზარით, თუნდაც "მწვანე" პასპორტის აღების დაუოკებელი სურვილით ადამიანს შეუძლია სიმპტომები მოიგონოს და ავტომატურად მოხვდება ინფიცირებულთა სიაში?, წერს სოციალურ ქსელში ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, რომელიც დღეს გაჟღერებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პირები, რომლებსაც სიმპტომების მიუხედავად ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, კორონავირუსგადატანილებად ჩაითვლებიან და „მწვანე პასპორტსაც“ მიიღებენ.
"მწვანე პასპორტების სისტემაში ის პაციენტებიც აისახებიან, რომლებსაც კორონავირუსის ტესტი საერთოდ არ გაუკეთებიათ, თუმცა 112-ს მიმართეს და ოჯახის ექიმთან ჰქონდათ კომუნიკაცია"
- ანუ დღეს 112 - ის ზარით, თუნდაც "მწვანე" პასპორტის აღების დაუოკებელი სურვილით ადამიანს შეუძლია სიმპტომები მოიგონოს და ავტომატურად მოხვდება ინფიცირებულთა სიაში?
- მწვანე პასპორტის და ამით საზოგადოების დაცვის მინიმალური სტანდარტიც კი დარღვეულია!
- გაუქმდეს მწვანე პასპორტი! ამ ეტაპზე ესაა ერთადერთი გონივრული ნაბიჯი", წერს ბიძინა კულუმბეგოვი.