ათასობით ავღანელი ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციის შეწყვეტის შემდეგ ქვეყნის დატოვებას სახმელეთო გზით ცდილობს. პაკისტანისა და ირანის საზღვრებთან, საკონტროლო პუნქტებთან უამრავი ადამიანია თავმოყრილი. იუწყება ტელეარხი Sky news-ი.
პაკისტანის ხლისუფლების განცხადებით, ტორკჰამის სასაზღვრო საკონტროლი პუნქტთან ადამიანთა დიდი როდენობა ავღანეთის მხრიდან საზღვრის გახსნას ელოდება.
თვითმხილველთა თქმით, დიდი რაოდენობით ავღანელია შეკრებილი ირანის საზღვართან ისლამ-ყალას საკონტროლო პუნქტთანაც.
საჰაერო გზით ავღანეთი 123 ათასმა ადამიანმა დატოვა. თუმცა ათი ათასობით ავღანელმა, რომელთა სიცოცხლესაც "თალიბანის" მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ საფრთხე ემუქრებათ, ქვეყნიდან გასვლა ვერ შეძლო.