ვისაც ეშინია, რომ დაჩიპავენ შემიძლია დავაწყნარო, ნეტა ვაქცინა იმათ ეყოს, ვისაც ძალიან ენდომება რომ აიცრან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.
„ბევრი ქვეყანა აკეთებს ვაქცინას, ვნახოთ ვისი უკეთესი იქნება, ვისი ვაქცინა როგორ იმუშავებს, ვისაც ეშინია, რომ დაჩიპავენ, შემიძლია დავაწყნარო, ნეტა, ვაქცინა იმათ ეყოს, ვისაც ძალიან ენდომება რომ აიცრან“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
ჯანმოს მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოში COVID-19-ის საწინააღმდეგო 26 ვაქცინა კლინიკური ცდების ეტაპზეა, 6 მათგანი უკვე მესამე ფაზაშია. კიდევ 139 პრეპარატი კი პრე-კლინიკურ სტადიაზეა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 264 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 054-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 068 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 242.