თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სკვერში მყოფ 20 წლის გოგოს დაეჯახა. დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის რეგიონულ ჰოსპიტალში მართვით სუნთქვაზე იმყოფება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.