საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძის განცხადებით ყველა მისი სიტყვა, რომელსაც გამოსვლის დროს ამბობს, ოფიციალური სტატისტიკითაა განმტკიცებული.
"ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მე 5 წუთში 8 ჯერ მოვიტყუე. სინამდვილეში, 5 წუთში 8 სიმართლე გესროლეთ პირდაპირ ფეხებში. რა იყო ეს 8 სიმართე? ეს იყო ის, რომ ყველა ჩემი სიტყვა არის განმტკიცებული ოფიციალუირი სტატისტიკით. თქვენი წერილი არის მხოლოდ საკუთარი ცრუ ინფორმაცია. გაგიგიათ შიმშილის მსოფლიო ინდექსი? 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტად შიმშილობენ რეგიონში.
კიდევ ერთი, როდესაც ტრაბახობდით დისტანციური სწავლებით, გაიხსენებთ, რომ საქართველო ბოლო ადგილზეა რეგიონში ინტერნეტიზაციის კუთხით. მხოლოდ 63 პროცენტია ინტერნეტიზებული. სადაა ქართუ ფონდის მიერ დაფინანსებული მთელი საქართველოს ინტერნეტიზაციის პროექტი?! სადაა ის 150 მილიონი, რომელიც ამისთვის უნდა დახარჯულიყო?!", - განაცხადა რომან გოცირიძემ.