მანჩესტერის ტერაქტიდან 2 წელი გავიდა. თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. აფეთქების დროს მანჩესტერ არენაზე არიანა გრანდეს კონცერტი მიმდინარეობდა. კონცერტზე მყოფი მაყურებლის დიდ ნაწილს ბავშვები და ახალგაზრდები შეადგენდნენ. ტერაქტის შედეგად გარდაიცვალა 22 ადამიანი. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. ტერაქტის დროს დაშავდა 59 ადამიანი.
მოგვიანებით მანჩესტერის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.