დღევანდელი დიდი განსხვავება სოფელსა და ქალაქს შორის, უნდა შემცირდეს, -აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი სოფლის განვითარებისა და ამ სფეროში ეროვნული პოლიტიკის ჩამოყალიბების შესახებ მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას ესწრება.
მისივე განცხადებით, მთავარია საქართველომ ზუსტად იცოდეს, როგორია მისი განვითარების გზა არამხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, არამედ ზოგადად.
„ეს დღევანდელი დიდი განსხვავება, რაც არსებობს, სოფლის და ქალაქის შორის უნდა იყოს შემცირებული და შემცირება შეიძლება მხოლოდ იმ სწორი სტრატეგიით, რომელზეც დღეს იქნება საუბარი და რომელიც უნდა ჩამოიწეროს შემდგომი წლებისთვის. ამ სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად გვეხმარებიან ჩვენი პარტნიორები, ევროკავშირი, გაერო და ცალკე პარტნიორები, ქვეყნები ევროკავშირიდან. მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ჩვენ თვითონ ვიცოდეთ ზუსტად როგორი არის ჩვენი გზა განვითარების, რომელიც მოიცავს, არამხოლოდ სოფლის მეურნეობას, არამედ სხვა დარგებს“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.