ბექა ნაცვლიშვილმა უმრავლესობა, სოციალ-დემოკრატიული პარტია და ფრაქცია დატოვა. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ალიანსს არავისთან არ გეგმავს.
“ალიანსში არავისთან შევდივარ, დამოუკიდებლად ვაგრძელებ მუშაობას, თუ იქნება საკითხები რომელსაც მხარს ვუჭერ და ვეთანხმები, ექნება ჩემგან მხარდაჭერა. და თუ მეც თუ ისეთ ინიციატივას დავაყენებ, რომელსაც ექნება მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, აქ არ იქნება გარჩევა, ვინ რომელი პარტიის ან ფრაქციის წარმომადგენელია,” – დასძენს ბექა ნაცვლიშვილი.