„ის არ არის ამ პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე, მან ვერ შეძლო ამ პარლამენტის ღირსების დაცვა,“ - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ წევრმა, ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით გააკეთა.
როგორც ბესელიამ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის დაცვა ვერ შეძლო.
„არ ვაპირებდი დღეს ამის თქმას, დავინდე ირაკლი კობახიძე დღესაც და ახლაც ცოტა ხნით დავინდობ, ვიდრე აქ არ ზის, მაგრამ ის არ არის ამ პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე. მან ვერ შეძლო ამ პარლამენტის ღირსების დაცვა. ის შეშინებული იყო დეკემბრის ბოლო კვირას, როდესაც ვერ ბედავდა ხმა აემაღლებინა და ეთქვა, რომ არ შეიძლება იმ კომიტეტის სხდომის დანიშვნა და არ შეიძლება იმ 10 კაცის, დიახ, სააკაშვილის ჯალათების დანიშვნა“, – განაცხადა ბესელიამ.