აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, 6 თებერვალს საგანგებო ბრიფინგზე, გაასაჯაროვა გადაწყვეტილება, რომ ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლებისთვის აშენდება საცხოვრებელი სახლები.
დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აღნიშნული საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის, სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით, ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სრულყოფილი სამშენებლო პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა წარმოადგინოს.
ტენდერის პირობების მიხედვით, ე.წ ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონა და პარკინგის სივრცე მოეწყობა.
აჭარის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობისთვის ჯანსაღი ცხოვრების პირობების უზრუნველსაყოფად, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მიიღო.
დღეისათვის ე.წ. ოცნების ქალაქში საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც სამუშაო ჯგუფი მოქალაქეებს შესაბამის კონსულტაციებს უწევს. ადგილზევე ხდება განცხადებების მიღება და მონაცემების დამუშავება.
ელექტრონული ტენდერის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=294991&lang=ge&fbclid=IwAR0aVA0ktVx23Mtr4uq7B58LuR2uNkkHO6BILJZQ_PlnMU5-G75KDplJEgs