ირაკლი კობახიძე ლევან გოგიჩაიშვილს ნაციონალურ მოძრაობასან ჰარმონიაზე და სინქრონზე ელაპარაკება, ეს არის ცინიზმი და უტიფრობა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, - ასე პასუხობს უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე პარლამენტის თავმჯდოპმარეს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც დღეს თქვა, "კონსესუსი ლევან გოგიჩაიშვილსა და ნაცმოძრაობას შორის, არის ძალიან ნიშანდობლივი."
“ჩვენი დისტანცირება უმრავლესობის შიგნით ხდება ღირებულებების დონეზე, ეს არის რეალობა. ის, რომ დღეს ირაკლი კობახიძე ლევან გოგიჩაიშვილს ნაციონალურ მოძრაობასან ჰარმონიაზე და სინქრონზე ელაპარაკება, ეს არის ცინიზმი და უტიფრობა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან. ასე საუბრის მორალური უფლება მას თავის კოლეგასთან არ აქვს. როდესაც ლევან გოგიჩაიშვილი ნაციონალური მოძრაობის მოსამართლეების მხრიდან იმ სისტემური დანაშაულის მსხვერპლი იყო და ციხეში იჯდა, ბატონი კობახიძე ამ ბრტყელ-ბრტყელ საუბარს სწავლობდა როგორც ჩანს. უხერხულად მიმაჩნია მისი მხრიდან, როცა ლევან გოგიჩაიშვილს ასეთ კონტექსტში იხსენიებს და უკვე ვატყობ რა დღის წესრიგი აქვს გამზადებული ჩვენთვის, რომ ჩვენ ვართ ნაციონალები და მე არც კობახიძისგან ვაპირებ მაგის მოთმენას და არც ბევრი სხვა ადამიანისგან“, - თქვა ფოფხაძემ.