ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 165-მდე გაიზარდა.
ამოცნობილია 156 ცხედარი. დაკარგულად 165 ადამიანია მიჩნეული. ძებნის ოპერაციაში ჩართულია 352 სამხედრო, 11 საფრენი აპარატი და 35 მანქანა.
მინას-ჟეირასის შტატში 700 ადამიანის ევაკუაცია მოხდა იმ რაიონებიდან, რომლებიც კომპანიების Vale SA-სა და ArcelorMittal-ის ორი კაშხლის სიახლოვეს მდებარეობს.
ბრუმადინიოს მუნიციპალიტეტში კომპანია Vale-ს კაშხლის გარღვევა 25 იანვარს მოხდა, წყლისა და ტალახის ნაკადი კომპანიის ადმინისტრაციის შენობასა და საცხოვრებელ სახლებში შევარდა. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.