ერთ-ერთი რუსული ავიაკომპანის თვითმფრინავს, რომელიც რეისს რომიდან მოსკოვში ასრულებდა, მეხი დაეცა. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.
„რომიდან აფრენის დროს ლაინერ Airbus A-320-ის ეკიპაჟმა გვაცნობა, რომ თვითმფრინავს მეხი დაეცა. თვითმფრინავის საბორტო სისტემებს პრობლემა არ შექმნია. თვითმფრინავმა ფრენა განაგრძო და მოსკოვში უსაფრთხოდ დაეშვა, - განუცხადა სააგენტოს აეროპორტ „შერემეტიოვოს“ წარმომადგენელმა.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.