რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ პრინციპებს უმიზეზოდ არ ვთმობთ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდეტმა, სალომე ზურაბიშვილმა euradio.fr-სთან ინტერვიუში.
„რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების, როგორც ასეთის, აღდგენა შეუძლებელია. საჭიროა, გარკვეული წინასწარი ნაბიჯები. შეიძლება გვქონდეს არაფორმალური დისკუსიები, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი უნდა ვიცოდეთ, რომ ამას შეიძლება რაიმე შედეგი მოჰყვეს. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ პრინციპებს უმიზეზოდ არ ვთმობთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.