მექსიკაში, ნავთობის მილსადენთან მომხდარი აფეთქების გამო 90-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 50-მდე დაშავებული კი სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, მილსადენზე აფეთქება, სავარაუდოდ მისი უკანონოდ მოპოვების მიზნით, მილის გახვრეტამ გამოიწვია.
მოსახლეობის თქმით, დიდი ხანია ქვეყანაში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის დეფიციტია და სწორედ ამიტომ იძულებულები არიან ყველა ღონე იხმარონ საწვავის მოპოვებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ნავთობის უკანონო მოპოვების გამო, მექსიკის ბიუჯეტი ყოველ წელს მილიარდობით დოლარს კარგავს.