მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თამაზ მეჭიაური კაპოტზე ქეიფით მავნე ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა თიანეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მეჭიაურის მიერ ალკოჰოლის მოხმარება და ქუჩაში კაპოტზე ქეიფია მიზეზი, რის გამოც თიანეთში სიმთვრალეში ჩადენილი დანაშაულები გახშირდა.
„დანაშაული ჩადენილია სიმთვრალეში, რაც ჩემთვის ძალიან საგანგაშოა. როცა მე გამოვდიოდი და საჯაროდ ვაკრიტიკებდი საჯარო სივრცეში ალკოჰოლური თრობის საწინააღმდეგო კამპანიას და ბევრი იუმორიც ხვდებოდა ამას, რომ კაპოტზე ქეიფის პროპაგანდირება, ეს ჩვეულებრივი ამბავია, სახუმარო ამბავია და არასერიოზული ამბავი, მე მგონი ყველა დარწმუნდება სამწუხაროდ რა მძიმე შედეგები გამოიღო ამ მავნე ზეგავლენის ცხოვრების პროპაგანდირებამ, იმიტომ, რომ როცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი კაპოტზე ქეიფით მავნე ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე და ყველამ იცის, რომ ჯიბით ატარებს კონიაკს, როცა სამუშაო კაბინეტი წიგნის ნაცვლად სავსეა ალკოჰოლური სასმელებით, ეს არის მავნე ზეგავლენის პირდაპირი პროპაგანდირება“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.