რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს დამდეგი ახალი წელი არ მიულოცა.
კრემლის მიერ გამოქვეყნებულ უცხოეთის ქვეყნების პირველი პირების სიაში, რომლებსაც პუტინმა დღესასწაული მიულოცა, ორი ქვეყნის პრეზიდენტები ვერ მოხვდნენ.
პუტინმა დამდეგი ახალი წელი 40 ქვეყნის ლიდერებს მიულოცა, მათ შორის არიან ევროპელი ლიდერები, ასევე საქართველოს მეზობელი ქვეყნების - თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი პირები.