დღეს, 7 სექტემბერს, საქართველოს დელეგაცია ჰააგაში გაემგზავრება. 13-17 სექტემბერს ქალაქ ჰააგაში, გაეროს საერთაშორისო სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის საჯარო განხილვა გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო საქართველოს მიერ წარდეგნილ არგუმენტებს გაიზიარებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კალანდაძემ განუცხადა, ჰააგის სასამართლოზე ქართულ მხარის უფლებებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინათინ ბურჯალიანი დაიცავს, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროდან პროცესს თავად ნინო კალანდაძე დაესწრება. ასევე საქართველოს ინტერესებს უცხოელი ადვოკატები - ჯეიმს კროუფორდი, ფილიპ სანდსი, პოლ რაიხლერი და პაია ახავანი დაიცავენ.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. საქართველომ ჯერ კიდევ 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა სარჩელი ჰააგის სასამართლოში, სადაც განიხილება რასობრივი დისკრიმინაციის ყოველგვარი აღმოფხვრის შესახებ 1965 წლის საერთაშორისო კონვენციის დარღვევა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ჩვენ იმედი გავქვს, რომ წამატებას მივაღწევთ. აქ მიზანმიმართულდა საუბარია არა პოლიტიკურ საკითხებზე, არამდე ეთნიკურ წმენდაზე. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ სასამართლო ჩვენს არგუმენტებს გაიზიარებს", - განაცხადა კალანდაძემ.
რუსეთი თავის პოზიციებს 13 და15 სექტემბერს, ხოლო საქართველო 14 და 17 სექტემბერს წარმოაჩენს. საქმესთან დაკავშირებული არგუმენტები წერილობითი სახით ორივე მხარემ უკვე წარადგინა სასამართლოში.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს 2008 წლის 12 აგვისტოს მიმართა და რუსეთი ყველა ფორმის რასობრივი დისკრიმინაციის საერთაშორისო კონვენციების დარღვევაში დაადანაშაულა.