საქართველოს მომავალი, ისვე როგორც სხვა ქვეყნების, ეს არის საინჟინრო დარგების განვითრება, _ ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც უწყების ხელმძღვანელ დიმიტრი შაშკინითან ერთად, დეპარტმანტების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.
"ინოვაცია შენი პროდუქტის შექმნა, ექსპორტზე გატანა, ახლის მოგონება. ყველაფერი ის, რამაც განავითარა, როცა ვალაპარკობთ სინგაპურზე, როცა ვლაპარაკობთ ჩინეთის განვითრებაზე, სადაც კარგად ესმით, რას ნიშნავს ტექნიკური დარგების განვითრება. რის შედეგადაც ჩინეთი ასე განვითრდა. ქართველებს ჰყავდათ კარგი სპეციალისტები და ეს აქვთ სისხლში, რუსეთის სამხედრო დარგი სერგო ბერიას, ნადირაძის და გელოვანის შექმნილია მთელი საინჟინრო და სარაკეტო სისტემები რუსეთში. ამერიკაში ქართველიშვილის შექმნილია პირველი სამხედრო ვერტმფრენი და უმარავი სხვა ქართველი მუშაოდა სხვადასხვა კვლევით ინსტიტუტებში, საინჟინრო დარგებში. ერთი სიტყვით, ქართველებს ამის ნიჭი აქვთ, მაგარამ ამ ნიჭის გამოვლინება საქართველოში უნდა მოხდეს და არა სხვა ხალხის საკეთილდღეოდ. ამისათვის აუცილებელია, რომ ეს სკოლის დონეზე დაინერგოს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.