სახალხო დამცველი უახლოეს პერიოდში მედიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სპეცანგარიშს მოამზადებს. ამის შესახებ განცხადება გიორგი ტუღუშმა დღეს პარლამენტში სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის განხილვისას ჯონდი ბაღათურიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ბაღათურიამ ტუღუშს მიმართა კითხვით, რატომ არაა ასახული ამ ანგარიშში 2007 წელს ტელეკომპანია "იმედის" დარბევის ფაქტი. ტუღუშმა აღნიშნა, რომ ანგარიში ამ პერიოდს არ ეხება და თავის დროზე ეს ფაქტი სუბარის მოხსენებაში იყო. ტუღუშმა აღნიშნა, რომ მედიის პრობლემებს მარტო ფაქტის კონსტანტირება არ ეყოფა და საჭიროა პრობლემასთან დაკავშირებით ანალიზის გაკეთება.
სახალხო დამცველი უახლოეს პერიოდში მოამზადებს მედიასთან დაკავშირებულ სპეცანგარიშს, სადაც დარღვევების ფაქტებთან ერთად გაკეთებული იქნება პრობლემის ანალიზიც.
ტუღუშის განცხადებით, პარლამენტს შემოდგომაზე წარედგინება ასევე ორი სპეცანგარიში, საიდანაც ერთი შეეხება სასჯელთაღსრულების სისტემაში ჯანდაცვის პრობლემებს, მეორე კი დევნილი მოსახლეობის უფლებების დაცვის საკითხებს.