უკრაინის ვიცე-პრემიერი სერგეი ტიგიპკო, საქართველოში პირველ შეხვედრას ფინანსთა მინისტრთან კახა ბაინდურაშვილთან მართავს.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ, კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, უკრაინის ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე განიხილება ორმხრივი ურთიერთობის საკითხები, რათა ორ ქვეყანას შორის ეს ურთიერთობები ეკონომიკური თვალსაზისით კიდე უფრო გაღრმავდეს.
ბაინდურაშვილოს თქმით, უკრაინის ვიცე-პრემიერს საქართველოში განხორციელებული რეფორმებიც აინტერესებს.
უკარინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, უკრაინული დელეგაცია საქართვეკლოში ჩამოვიდა ქართული გამოცდილების გაზიარების მიზნით
"ჩვენთვის საინტერესოა რაც ხდება საქრთველოში. ვხედავთ, რომ ბოლო წლებში თქვენ გაქვთ საუკეთესო შედეგები, რეგულაციის სფეროში, ასევე შსს-ში განხორციელებული რეფორმების კუთხით. ჩვენთვის საინტერესოა ასევე საგადასახადო კანონმდებლობა, რადგან ამ ეტაპზე ჩვენ საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე ვმუშაობთ"- განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა