16-17 ივლისს ალმა-ატაში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება. ქართულ დელაგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე უხელმძღვანელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეუთოს წევრ-სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებისა და მოწვეული სტუმრების მსჯელობის საგანი იქნება კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხები, უსაფრთხოების თვალსაზრისით ევროპაში არსებული გამოწვევები, უსაფრთხოების დიალოგის გაფართოების გზები და წლის ბოლოს დაგეგმილი ეუთოს სამიტის მიზნები და ამოცანები.
მინისტრთა არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები მის კოლეგებთან.