"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ხელისუფლების ჩანაცვლებაზე საუბრობს, ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებს. კავკასიის ინტერნეტ მედია კლუბში, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ბურჯანაძემ განაცხადა, რომ 2008 წლის 3 აგვისტოს, როცა სააკაშვილმა სთხოვა მასთან მისულიო, "ლამის პირდაპირი გარანტიები შემომთავაზა, რომ მომავლში ხელისუფლებაში მე უნდა მოვსულიყავი".
~როგორც ჩანს, ამას ბევრს ჰპირდება სააკაშვილი, როცა ხელისუფლების ჩანაცვლებაზე საუბრობენ; სწორედ მაგ ჭკუაზეა სააკაშვილი და ~ნაციონალური მოძრაობა~, რომ ვინმეს ჩაანაცვლებინოს თავი~, - განაცხადა ბურჯანაძემ
მისი თქმით, ოპოზიცია შეცდომაშია შეყვანილი, როცა ჰგონია, რომ ვიღაცა მათით ხელისუფლებას ჩაანაცვლებს.
~ვერანაირ ჩანაცვლებაზე, თუ ქვეყნის ნორმალური განვითრება გვინდა, საუბარი ვერ იქნება; თუ კუბა გვინდა აქ, სადაც ფიდელ კასტრო რაულ კასტრომ ჩაანაცვლა, მაშინ შეგვიძლია ჩანაცვლებაზე ვილაპარაკოთ,Mმაშინ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სააკაშვილი იქნება, მერაბიშვილი თუ ალასანია, სისტემა იგივე იქნება~", - განაცხადა ბურჯნაძემ.