უახლოესი სამი წლის განმავლობაში აჭარელ ფერმერებს მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით მოამარაგებენ. პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა სახის მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების თანადაფინანსების პრინციპით ფერმერებზე გადაცემას.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლებით შემსუბუქდება ფერმერთა ხელით შრომა, გაიზრდება წარმოებული პროდუქციის მოცულობა და ხარისხი, წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება შემცირდება და ფერმერთა შემოსავალები გაიზრდება.