ფოთის პორტს 3 ახალი რიჩსტაკერი შეემატა, საიდანაც 2 საშუალებას იძლევა 45 ტონიანი ტვირთი კონტეინერებზე დაასაწყობოს, იმავდროულად გადაიტვირთოს ტრაილერები კონტეინერებთან ერთად, ასევე სარკინიგზო ლიანდაგებზე გადაანაცვლოს ვაგონები სარკინიგზო ხაზზე ზედმეტი მანევრირების გარეშე. შეძენილი 3 რიჩსტაკერიდან ერთი (10 ტონიანი) ცარიელი კონტეინერების გადამზიდი საშუალებაა, რომელიც არის სწრაფი, მანევრირებადი და ცარიელი კონტეინერის მე-6 იარუსზე დადება შეუძლია.
"კალმარის" ფირმის ბოლო თაობის რიჩსტაკერების აწყობაში ფოთის პორტის ადმინისტრაციას საერთაშორისო ექსპერტბი დაეხმარნენ.
როგორც ფოღის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ნავსადგურს დღემდე 3 რიჩსტაკერი და 1 ფრონტალურ სპრედერიანი ცარიელი კონტეინერების გადამზიდი ჰყავდა. ახალი პორტის მშენებლობისა და ტვირთბრუნვის გაზრდასთან დაკავშირებით პორტისთვის აუცილებლობას წარმოადგენდა დამატებითი რიჩსტაკერების შეძენა.
"კალმარის" ფირმის DRF-450-75-C5XS თაობის რიჩსტაკერი ფოთის პორტისთვის და ფოთში არსებული ყველა ტერმინალისთვის სიახლეა, დღემდე ფოთის პორტს მსგავსი ტიპის თანამედროვე ტექნიკა არ ჰყოლია"- აცხადებენ ფოთის საზღვაო ნავსადგურში.