ოქტომბერში ბათუმსა და თურქეთის ქალაქ კუშადასს შორის დაძმობილების შესახებ ოფიციალური მემორანდუმი გაფორმდება.
თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ კუშადასის დელეგაცია ბათუმში უკვე იმყოფებოდა. კუშადასის მერიისა და ბიზნესის წრეების წარმომადგენლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდნენ, სადაც დაძმობილების პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრეს.
მანამდე კი ათწევრიანი დელეგაცია ბათუმის მერმა მიიღო. მიმდინარე წლის მარტში ბათუმის მერიის წარმომადგენლები კუშადასში იმყოფებოდნენ, სადაც ხელი კუშადასსა და ბათუმს შორის დაძმობილების წინასწარ შეთანხმებას მოეწერეს.