დაღესტანში აჩი-ისბერბაშის სარინიგზო გადასარბენზე წუხელ სარკინიგზო შემადგენლობა ააფეთქეს. შემადგენლობას ხორბლით იყო დატვირთული. ინფომაცია ამის შესახებ მახაკალის სარკინიგზო ადმინისტრაციამ გაავრცელა.
"აფეთქებულია 50 ვაგონი, რომელსაც ხორბალი გადაჰქონდა. აფეთქების შედეგად ლიანდაგიდან გადავიდა ელექტრომატარებელი და 14 ვაგონი. აფეთქებას მსხვერპლი და დაშავებულები არ მოჰყოლია. ამჟამად რკინიგზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა ორივე მიმართულებით გადაკეტილია", _იუწყება სარკინიგზო ადმინისტრაცია.
ამასთან ერთად რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის დათვალიერება საგამოძიებო ჯგუფმა უკვე დაიწყო.