ევროსაბჭო საქართველოში 30 მაისს ჩატარებულ თვითმართველობის არჩევნებს პოზიტიურად აფასებს.
ამის შესახებ საუბარია ევროსაბჭოს მონიტორინგის მიერ მომზადებულ მოხსენებაში, რომელიც მონიტორინგის კომიტეტში განიხილეს.
დოკუმენტის ძირითადი ნაწილი თვითმართველობის არჩევნებს ეთმობა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ არჩევნების დროს სადამკვირვებლო მისიების მიერ გამოვლენილ ხარვეზების აღმოფხვრაზე უნდა იმუშაოს.
აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე დღეს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებსაც განიხილავენ.