ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს მოსკოვი საქართველოს რეგიონებიდან ჯარის გაყვანის აუცილებლობაში დაარწმუნოს.
ამის შესახებ აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების დირექტორი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მაიკლ მაკფალმა განაცხადა.
მისივე თქმით, ობამას ადმინისტრაცია ოფიციალურ მოსკოვთან ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საკითხის კვლავ გააგრძელებს.
"ჩვენი გრძელვადიან მიზნებში შედის, რომ რუსეთი დავარწმუნოთ საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანაში", - აღნიშნა მაკფალმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სამ დღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. მედვედევი თავდაპირველად კალიფორნიაში ჩავიდა, სადაც საქმიან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, ასევე კალიფორნიის მხარის გუბერნატორს არნოლდ შვანცნეიგერს შეხვდება. რუსეთის პრეზიდენტი კალიფორნიიდან ვაშინგტონში გადაინაცვლებს, სადაც 24 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას შეხვდება.