ლენტეხის რაიონში დაკარგული ებრაელი ტურისტები სამაშველო ჯგუფმა იპოვა.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ტურისტები თავს კარგად გრძნობენ.
შეგახსენებთ, რომ ორი ებრაელი ტურისტი ლენტეხის რაიონსა და უშგულს შორის ტერიტორიაზე გუშინ დაიკარგა.
მოგვიანებით, თავად ებრაელმა ტურისტებმა უშგულში დარჩენილ მეგობარს ტელეფონის მეშვეობით შეატყობინეს, რომ მათ გზა ნისლის გამო აებნათ. ტურისტები საქართველოში ისრაელის საელჩოსასც დაუკავშირდნენ. მაშველებმა სამძებრო სამუშაოები სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს.