დღეს დილით, სტამბულში მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანი შეეწირა, მათ შორის ერთი ბავშვია.
ამის შესახებ ინფორმაცია "რია ნოვოსტი" "CNN-თურკ" დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაცით, სტამბულში, გზაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მაშინ მოვიდა, როდესაც ავტობუსით სამხედროები გადაჰყავდათ. შედეგად დაიღუპა სამი და დაახლებით 6 ადამიანი დაშავდა, თუმცა დაშავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ არის დადასტურებული.
აფეთქება სტამბულის რაიონ ხალკალში სამხედრო ობიექტის სიახლოვეს მოხდა. ინციდენტის ადგილი თურქეთის უშიშროების სამსახურს აქვს გადაკეტილი.
მომხდარი აფეთქება ამ დრომდე არცერთ დაჯუფებას თავის თავზე არ აუღია.