აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკაში სტაჟირებულ ფერმერებს დღეს სამინისტრომ სერთიფიკატები გადასცა.
მიზნობრივი პროგრამის - "ფერმერთა სწავლება-კობსულტირება და მათი სტაჟირება უცხოეთში" - მიზანი ფერმერების ზოგადი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და მათი ბიზნესხედვის გამდიდრებაა.
პროგრამის პირველ ეტაპზე 100 ფერმერს ფერმერული მეურნეობის წარმოების საკითხებში ტრენინგებს 2 კვირის განმავლობაში ლიტვიდან მოწვეული სპეციალისტები უტარებდნენ.
მეორე ეტაპისთვის შერჩეული 20 ფერმერი კი 10-დღიანი სტაჟირებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მეთევზეობის, მეხილეობის, მეცხოველეობისა და მეფუტკრეობისა ფერმერულ მეურნეობებში სამუშაო გამოცდილება მიიღეს.