საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში როლან გაროსოს ტურნირის ფინალურ მატჩს დაესწრო.
პრეზიდენტი სააკაშვილი მეუღლესთან სანდრა რულოვსთან ერთად ტურნირს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრთან და ესპანეთის დედოფლის გვერდით საპატიო სტუმრის ლოჟიდან ადევნებდა თვალყურს.
მანამდე კი პრეზიდენტი სააკაშვილი მეუღლესთან ერთად საფრანგეთში, ხელოვნების მუზეუმში ქართული კულტურის დღებთან დაკავშირებით გამართულ ფოტოგამოფენასაც დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი საფრანგეთში გრძელდება, რომელის ფარგლებშიც ხვალ, 8 ივნისს სააკაშვილი და საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შეხვედრა გაიმართება.