რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
"გამოძიებას რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურასთან არსებული საგამოძიებო კომიტეტი აწარმოებს.", _ იუწყება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო მოსამსახურის ცხედარი ახალგორის რაიონში აღმოაჩინეს. მას საფეთქლის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.