ჩვენ ქართულ მხარეს შანსი მივეცით იმისათვის, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრების განახლების საშუალება ჰქონოდა. აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი.
მისივე თქმით "შეხვედრა შეხვედრებისათვის ოსურ მხარეს არ სჭირდება" და შეხვედრები შედეგზე ორიენტირებულნი უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ დღეს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.