თბილისის ახალად არჩერული მერის გიგი უგულავას განცხადებვით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხელახალი აღრიცხავა მთელი ზაფხულის განმავლობაში მოხდება. მისივე თქმით, 1-ელი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის ქულების მინიჭება ახალი სისტემით მოხდება, რომელიც ბევვრად უფრო ადამიანურია. ამის შესახებ უგულავამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
"იმ ადამიაენბს, ვინც სოციალურად დაუცველ ბაზაში არიან და მათ ხშირ შემთხვევაში ობიექტურად ჰქონდათ ამ ბაზაში მოხვედრის პრეტენზია ესარგებლათ მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათებით, მუდმივ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. ხშირად ამ პროგრამაში ვერ ხვდებოდნენ ადამიანები ტელევიზორის, მაცივრის, და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების გამო. ეს სისტემა შეიცვალა და 1-ელი ივნისიდან და ქულების მინიჭება ახალი სისტემით მოხდება, რომელიც ბევრად უფრო ადამიანურია და საყოფაცხოვრებო ნივთებს მნიშვნელობა აღარ მიენიჭება", - განაცხადა უგულავამ
მისივე თქმით, ახალ სისტემაში გაზრდილია ადგილობრივი თვითმართველობის როლი, რადგან მათ ამ ადამაიანების შესახებ გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ.
"ზაფხულის განმავლობაში მერიის გამგეობების, მუნიციპალიტეტების წარმომადგელნელები და სოციალური აგენტები ერთიანად დაივლიან სოციალურად დაუცველ მოსახლეობასთან და მოხდება მათი აღრიცხვა, როცა სუბსიდიებზე, შეღავათებზე, დახმარებეზე ვსაუბრობთ მათი მომართვა უნდა მოხდეს იმ ადამიანებისკენ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება", - აღნიშნა უგულავამ