დღეს, 2 ივნისს, შსს-ს აკადემიაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საქართველოს შსს-ს აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
შსს -ს ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი და სხვა საპატიო სტუმრები.
მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია შსს აკადემიის როგორც პოლიციის საბაზისო, ისე მანდატურთა მომზადების კურსების მსმენელთათვის ტრეინინგების ჩატარება პირველადი სამედიცინო დახმარების სფეროში.
პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სასიცოცხლო ფუნქციების პირველადი მართვა, გულის არაპირდაპირი მასაჟი და ხელოვნური სუნთქვის ჩატარების ტექნიკა, ჭრილობების შეხვევა, სისხლდენის შეჩერების წესები, მოტეხილობებისა და ტრავმების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება და სხვა. კურსი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან.
საწყის ეტაპზე მომზადებას გაივლის მანდატურთა მომზადების კურსის 48 მსმენელი