"გვეყო იმის ძახილი, რომ არაფერი არ გამოგვივა და არაფერი გავეშველება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს სახელმწიფო გალერეის რეაბილიტირებული დარბაზების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
"ბევრი რამ გვქვას გასაკეთებელი, მაგრამ ფული არ გვყოფნის, თუმცა კულტურის და ჩვენი დიდი საგანძურის მიტოვების უფლება სახელმწიფოს არ ჰქონდა და არც აქვს. ჩვენი სამუზეუმო სისტემა იცვლება ისე, როგორც არსად პოსტსაბჭოთა სივრცეში. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ მსოფლიოს საუკეთესო და ჩვენი სპეციალისტების გამოცდილებას", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, სახელმწიფო გალერეის რეაბილიტაცია კულტურის მინისტრ ნიკა რურუას ინიციატივით და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორ დავით ლორთქიფანიძის მონაწილეობით ხდება.
"ვიღაც ბრიყვები რომ მოსთქვამდნენ რამდენიმე თვის განმავლობაში, სააკაშვილმა მუზეუმიდან ფიროსმანი გაიტაცაო, საქმე ის იყო, რომ ეს თვითონვე მოიგონეს და დაიჯერეს, მაგიჟებს ასეთი ხალხი. საქმე ისაა, რომ ასობით ფიროსმანიც, სხვა მხატვრებიც, უნიკალური ხელნაწერები, მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლები დღეს საცავებში, სარდაფებში ინახება და ზოგ შემთხვევებში არც ისე კარგ პირობებში. ყველაფერი ამის გამოფენის საშუალება საქართველოს არ აქვს", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის შეფასებით, ახლა მუზეუმებით ბავშვები უნდა გაიზარდნენ, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის იქნება ადგილი, სადაც შესვლას შეძლებენ.
"ეს არის ის, რასაც პარიზში, ლონდონში, მადრიდში ნახავთ. თბილისიც უნდა გავიდეს ამ დონეზე. გვეყო მეორეხარისხოვნება, მაჩანჩალობა და მუდმივად ისმის ძახილი, რომ ჩვენგან არაფერი დაგება და არ გევეშველება. იმათზე ნაკლებს არ გავაკეთებთ, იმიტომ, რომ ახლახან ვაკეთებთ და მსოფლიოს გამოცდლებაც გავიზიარებთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული გალერეის რეაბილიტაცია 2009 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.